კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 70 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 318 შემთხვევა

Covid 19-ით კიდევ 70 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 52 962 ტესტი და დადასტურდა 4  318 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 457 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.15%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.39% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.00%.

ინფიცირების 4 318 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 663 შემთხვევა, აჭარა - 159, იმერეთი - 809, ქვემო ქართლი - 279, შიდა ქართლი - 360, გურია - 98, სამეგრელო - ზემო სვანეთი -295, კახეთი - 303, მცხეთა-მთიანეთი - 113, სამცხე-ჯავახეთი - 184, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 55.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 51 723, საიდანაც 6 490 ადამიანი კლინიკაში მკურნალობს, 1 173 - Covid სასტუმროში, ხოლო 44 060 - საკუთარ სახლში.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 808 889 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა  743 927 პაციენტი და გარდაიცვალა –  11 422.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

კომენტარები