მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ტიკარაძე: გორის ჰოსპიტალში არის ყველა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რაც პაციენტს სჭირდება

გორის ჰოსპიტალი სრულად არის აღჭურვილი ყველა იმ მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რომელიც ესაჭიროება პაციენტს. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ MRT აპარატი გამოსულია მწყობრიდან არ შეესაბამება სიმართლეს. ის ტექნიკურად გამართულია, მიმდინარეობს პროგრამული განახლება და პაციენტს აუცილებლად და შეუფერხებლად მიეწოდება ყველა ის სერვისი, რომელიც დასჭირდება. 

თქვა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. დღეს, 19 ნოემბერს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. ამას წინ უძღოდა 18 ნოემბერს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. მან ღამე გლდანის ციხის საავადმყოფოს რეანიმაციაში გაატარა. 

კომენტარები