მიხეილ სააკაშვილი

"არასწორი მოლოდინების შექმნას, ხალხისთვის რეალობის სწორად დახატვა ჯობს" – ბოკერია

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, ბიძინა ივანიშვილის შეეცდება, რომ საზოგადოებაში ნიჰილიზმი გააჩინოს, რაც საპროტესტო მოძრაობის ლიდერებმა არ უნდა დაუშვან და საპასუხოდ, იმპულსური ნაბიჯები არ გადადგან.

ბოკერია ამბობს, რომ რამდენად საწყენიც არ უნდა იყოს საპროტესტოს განწყობილი ადამიანებისთვის, ჯობს, რომ მათ პოლიტიკოსებმა რეალობა სწორად დაუხატონ.

"ახლა ეს ამოცანა მიღწეულია, რომ გლდანიდან [სააკაშვილის] გადაყვანა მოხდება და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად თანმიმდევრული, სამწუხაროდ უფრო გრძელი, ვიდრე ჩვენ ეს გვსურდა და კომპლექსური ბრძოლისთვის და ეს საწყენიც რომ იყოს საპროტესტოდ განწყობილი საზოგადოების ნაწილისთვის, ჯობია რომ რეალობა დავუხატოთ სწორად, ვიდრე შევუქმნათ არასწორი მოლოდინი, რომელსაც მოყვება დიდი იმედგაცრუება და მივალთ იქამდე, რომ გლდანიდან გადაყვანა არის ამოცანა და ეს იქნა მიღწეული", - თქვა მან.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში გადაყვანა და მთელი შემდეგი პერიოდი, ივანიშვილისთვის იყო შესაძლებლობა, "რამდენი ხანი გაქაჩავდა" უტიფრობის დემონსტირირებას, რათა შემდეგ გამოეწვია ნიჰილიზმი.

"მგონია, რომ ივანიშვილისთვის ეს ვითარება იყო შესაძლებლობა - რამდენი ხანიც გაქაჩავდა და საჭიროდ ჩათვლიდა უტიფრობის დემონსტრირებას, რომ მერე იყოს ნიჰილიზმი, რომ აი, ნახე როგორ მოიქცნენ და ამას არაფერი მოყვა და ახლა რა გამოვიდა ხო, რომ კარგია და აუცილებელია, ჩემი აზრით შიმშილობის შეწყვეტა, მაგრამ ეს დავიდა გლდანიდან, სადაც გადაყვანა არც უნდა მომხდარიყო და ეს იყო კატასტროფა, გორის ჰოსპიტალში გადაყვანამდე და აქედანაც ის შეეცდება, თუ საპროტესტო მოძრაობის ლიდერები დაუშვებენ შეცდომებს გამოწუროს მეტი ნიჰილიზმი, იმიტომ რომ ამით იკვებება ეს რეჟიმი და ჩვენ გჭირდება, რომ ეს არ დავუშვათ", - თქვა მან.

დღეს, 19 ნოემბერს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ეკა ხერხეულიძის თქმით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, ის გადაიყვანონ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ერთი პირობით, რომელსაც მედიას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია გააცნობს. 

კომენტარები