მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ბოლქვაძე: საერთაშორისო პრესა ძალიან დიდ დარტყმებს აყენებს საქართველოს იმიჯს

ალბათ, კარგად იცით, რომ საზღვარგარეთ საერთაშორისო პრესა ძალიან დიდ დარტყმებს აყენებს საქართველოს იმიჯს და ეს განსაკუთრებით ხდება საფრანგეთში, ისეთ პრესტიჟულ ჟურნალებში, როგორიც არის Figaro, Le Monde, L'Express, რომელსაც მილიონიბით ადამიანი კითხულობს ყოველდღიურად. ძალიან მაინტერესებს, არის თუ არა რაიმე ბერკეტი და თუ არ არის, იქნებ შევქმნათ, რომ რამენაირად მოგვარდეს ეს საკითხი, რომ დეზინფორმაციას ჩვენ საქართველოდან მივაწოდოთ ის რეალური ინფორმაცია, რაც რეალობასთან ახლოსაა. მე, როგორც ელისო ბოლქვაძე და როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, ვფიქრობ, რომ შეიძლება ამის მოგვარება მომავალში და კულტურის კომიტეტი მზად ვართ, ჩავერთოთ ამ მუშაობაში, თუ თქვენი ნებაც იქნება.

მიმართა კულტურის კომიტეტის თავჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები