მიხეილ სააკაშვილის დაკავება

დეგნანი ხოშტარიაზე: გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ის კარგ სამედიცინო დახმარებას იღებს

ძალიან შეწუხებულები ვართ ელენე ხოშტარიას მდგომარეობაზე, მან მიუთითა, რომ მისი ქმედებით მას სჯერა, რომ ხელს შეუწყობს ქვეყნის გრძელვადიან სტაბილურობას. ვფიქრობ, მას სჯერა, რომ შეძლებს ადამიანების დაახლოებს, რათა რაიმე ტიპის დიალოგი შედგეს ამ ქვეყანაში არსებული ღრმა პოლარიზაციის გადასალახად. ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ის კარგ სამედიცინო დახმარებას იღებს და ის ექსტრემალური რისკის პირობებში არ აყენებს საკუთარ თავს, მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება საკუთარი მიზნის მიმართ ერთგული იყოს. იგივეს გავიმეორებდი სხვა მოშიმშილეებზე, ვინც თავიანთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას რისკის ქვეშ აყენებენ საკუთარი რწმენის გამო. ვიმედოვნებ, ისინიც კარგ სამედიცინო დახმარებას იღებენ. გარწმუნებთ, რომ აშშ და  დიპლომატიური კორპუსი ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, მათ შორის უდიდეს ნაწილს საზოგადოება ვერ ხედავს, მაგრამ ბევრს ვმუშაობთ, რათა მოვაგვაროთ ეს სიტუცია რაც შეიძლება სწრაფად და ადამიანების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უზრუნველყოფილი იყოს.

თქვა ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ელენე ხოშტარიაზე. დროას ლიდერი ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მე-17 დღეა შიმშილობს. 19 ნოემბრიდან მან მედიკამენტებსა და გადასხმებზეც უარი თქვა. ელენე ხოშტარიას რამდენიმე დღეა გადაადგილება უჭირს, რის გამოც, პარლამენტში ეტლი მიუტანეს.

კომენტარები