მიხეილ სააკაშვილი

15:00-ზე იუსტიციის მინისტრი ბრიფინგს გამართავს

რატი ბრეგაძე

დღეს, 15:00 საათზე იუსტიციის მინისტრი ბრიფინგს გამართავს. რატი ბრეგაძე განცხადებას იუსტიციის სამინისტროში გააკეთებს.

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც 50-ე დღეა შიმშილობს, 18 ნოემბერს გონება დაკარგა. ის რეანიმაციაში იმყოფება. სახალხო დამცველი და მის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოუწოდებენ, სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ პოლიპროფილურ კლინიკაში.

პენიტენციური დაწესებულების რეანიმატოლოგის თქმით, სასიცოცხლო მაჩვენებლები გამოსწორებულია, თუმცა ტოვებენ რეანიმაციულ განყოფილებაში, რადგან მას მონიტორინგი სჭირდება. ექსპრეზიდენტის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ტვინის დიაგნოსტირებას ვერ უკეთებენ, რადგან გლდანის N18 დაწესებულებაში შესაბამისი აპარატი არ აქვთ. 

ხელისუფლებას კვლავ არ გამოუხატავს ნება, ექსპრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანოს. 

კომენტარები