მიხეილ სააკაშვილი

ხუნდაძე: სააკაშვილის მდგომარეობა არ არის კატასტროფული, საყურადღებოა

ჩვენი შესვლა, შესაძლოა, მისთვის ზედმეტი დაძაბულობის მიზეზი გამხდარიყო. ჩვენ ხომ პაციენტის ინტერესების გამო შევედით? ამიტომ, მოვერიდეთ ამ დაძაბულობას. საერთო სურათის წარმოსადგენად ჩვენთვის საკმარისი იყო ლაბორატორიული მონაცემების გაცნობა, ექიმებთან გასაუბრება, მათ შორის, მის პირად ექიმთანაც და საერთო სურათის ძალიან კარგად წარმოდგენა. 

მისი მდგომარეობა არ არის კატასტროფული, მისი მდგომარეობა არის საყურადღებო. ეს საყურადღებობა, შესაძლოა, თუ შიმშილობას არ შეწყვეტს, კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ავიდეს. ყველა ქმედება, ჩვენი რეკომენდაცია და დამოკიდებულება იქნება მხოლოდ და მხოლოდ მისი ჯანმრთელობის საჭიროებიდან გამომდინარე - დაწყებული ადგილზე მომსახურებიდან, დამთავრებული, საჭიროების შემთხვევაში, მისი გადაყვანით.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ ოცნების დეპუტატები - დავით სერგეენკო, მიხეილ სარჯველაძე და დიმიტრი ხუნდაძე გლდანის ციხის კლინიკაში მივიდნენ. სერგეენკო ამბობს, რომ კონსულტაციებით გადაწყდება, სერვისებისთვის საჭიროა მისი სხვა კლინიკაში გადაყვანა თუ არა.

კომენტარები