მიხეილ სააკაშვილი

აშშ: მთავრობას მოვუწოდებთ, მოეპყრას სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად

ნედ პრაისი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. აშშ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად მოეპყრას, გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები. ასევე მკაცრად მოუწოდებენ, რომ სააკაშვილს შეეძლოს ყველა სასამართლო სხდომაზე დასწრება, თუ ის ამას მოითხოვს.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში წერია:

"ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობას, მისი დაკავაბეის დღიდან, 1-ელი ოქტომბრიდან. მივესალმებით საქართველოს სახალხო დამცველის საზედამხედვლო სამუშაოს, ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობისა და ციხის სამედიცინო დაწესებულების შემფასებელი დამოუკიდებელი სამედიცინო ჯგუფის შექმნას. 

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, მოეპყრას სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, ასევე, გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები სათანადო მოპყრობის შესახებ. 

საქართველოს მთავრობას ასევე დაჟინებით მოვუწოდებთ, უზრუნველყონ სააკაშვილის დასწრება მის განხილვაში მყოფი სისხლის სამართლის საქმეების ყველა სასამართლო სხდომაზე. საერთაშორისო სამართლის შესაბამისად სააკაშვილს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც მოიცავს შესაძლებლობას დაესწროს სასამართლო სხდომებს, თუ ის ამას მოითხოვს".

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა განცხადება სოციალურ ქსელ Twitter-ზეც გამოაქვეყნა.

კომენტარები