მიხეილ სააკაშვილი

ლომჯარია: ჩემს იმპიჩმენტზე საუბრობენ – კანონის წაკითხვა არ იციან, ზოგადი განათლება არ აქვთ

მე დამრჩა წელიწადზე მეტი დრო ჩემი მანდატის ამოწურვამდე - საკმარისი დროა იმისთვის, რომ კიდევ ბევრი რამ გააკეთოს ამ ოფისმა. რაც შეეხება [გადაყენებაზე] მსჯელობის დაწყებას, უბრალოდ, მათ კვალიფიკაცია აკლიათ, ადამიანები საუბრობენ საკითხებზე, რომლებიც არ ესმით, საუბარია იმპიჩმენტზე, საერთოდ არ არსებობს კანონდებლობაში სახალხო დამცველის იმპიჩმენტის პროცედურა და მოჰყავთ რაღაც გაურკვეველი საკანონმდებლო რეგულაციები. მათ კანონის წაკითხვაც არ იციან, მგონი, ზოგადი განათლებაც კი არ აქვთ ამ ადამიანებს, არათუ პროფესიული განათლება. 

ვისაც შეაშინებენ ამ საუბრით, შეაშინონ ის ადამიანები. როგორც ჩანს, საკუთარ გარემოცვაში ასეთი განცხადებებით აშინებენ ხოლმე ერთმანეთს. ჩემთვის ეს სასაცილოა - გაგრძელონ საუბარი, ჩვენ ეს მხოლოდ გვაძლიერებს და ჩვენს პოზიციონირებას კიდევ უფრო ამყარებს.

ამბობს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ფორმულასთან ინტერვიუში ქართული ოცნების გარემოცვის მიერ მისი კრიტიკის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ. მას შემდეგ, რაც ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექსპერტების ჯგუფმა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობაზე დასკვნა გამოაქვეყნა, ქართული ოცნების წევრები ლომჯარიას აკრიტიკებენ და "ნაციონალების დამცველს" უწოდებენ. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი თქვა, რომ "ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა FAKE-ია, შეიძლება, მოჰყვეს პასუხისმგებლობა".

კომენტარები