მიხეილ სააკაშვილი

მელია: ჩვენი ხვალინდელი გეგმა დამოკიდებული იქნება იმაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს რეჟიმი

გეგმა იმისდა მიხედვით დაკორექტირდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს რეჟიმი. დიახ, მე ვცდილობ, რომ ხელისუფლება არ ვუწოდო. მესმის, რომ შეიძლება, კიდევ არის შემორჩენილი თქვენი ტელევიზიის მაყურებელი, ვისაც ჰგონია, რომ ხელისუფლებაა, თუნდაც ბრუტალური და არა რეჟიმი. მე ვფიქრობ, რომ ეს რეჟიმია, რომელსაც არაფრად მიაჩნია, რომ საქართველოს უამრავი მოქალაქე ღელავს, მიუხედავად იმისა, არის ცალკე აღებული პოლიტიკოსის, პარტიის მხარდამჭერი, თუ არა. 

ამიტომ, მე ვალდებულად ვთვლი საკუთარ თავს, რომ ბრძოლის ფორმები კიდევ უფრო გაამწვავოს და რა გადაწყვეტილებას მივიღებთ ხვალ, ხვალ იქნება ცნობილი, მაგრამ ეს იქნება დამოკიდებული ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ამის შესახებ TV პირველის ეთერში, გადაცემა რეაქციაში ისაუბრა. 19 ნოემბერს, 15:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე აქცია გაიმართება. აქციის დაანონსებას წინ უძღოდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. 

კომენტარები