მიხეილ სააკაშვილის დაკავება

წერეთელი: ომბუდსმენის ჩართვა საქმეში საჭიროა, რომ ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს სტრასბურგს

უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ სახალხო დამცველი ძალიან სერიოზულ, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს მთელ ამ პროცესში, რაც ეხება საქართველოში პოლიტიკურ კრიზისსა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებულ საკითხებს. განსაკუთრებით ბოლო აქტი, კომპეტენტური ექიმებით დაკომპლექტებული კონსილიუმის შექმნა და ახლა მეორე ნაბიჯიც, რაც ასევე არის უპრეცენდენტო, როდესაც მან მიმართა სტრასბურგის სასამართლოს, რომ მესამე მხარედ ჩაერთოს პროცესში, რაც უდავოდ იქნება ძალიან საინტერესო პრეცენდენტიც და მე ვფიქრობ, რომ ძალიან საჭიროც, რათა სამართლიანი, ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს სასამართლოს იმ გადაწყვეტილების წინ, რომელიც იმედი მაქვს აღმოჩნდება დრამატულად შემცვლელი, პოზიტიურ კონტექსტით ვამბობ ამას, მთელი ამ ვითარებისა რაც დღეს არის.

თქვა ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავჯდომარემ, გიგი წერეთელმა. სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალურად მიმართა თხოვნით, მესამე მხარედ ჩართოს დროებითი ღონისძიების განხილვის პროცესში. მისი განმარტებით, მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მათ საშუალება მიეცემათ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წარუდგინოს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. 

კომენტარები