მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ჯაფარიძე ზურაბიშვილზე: ეს ბრიფინგები არის ყურადღების მიქცევის მორიგი გზა და მეტი არაფერი

არაფერი არ გაგვიგია ჩემი აზრით საერთოდ, მე ზურაბიშვილის განცხადებებს არ ვუყურებ სერიოზულად და არ მაქვს ხოლმე მოლოდინები, რომ რაღაც განსაკუთრებულს იტყვის, ეს ბრიფინგები არის ხოლმე უბრალოდ ყურადღების მიქცევის მორიგი გზა, მეტი არაფერი. მესმის, რომ ხანდახან რაღაც განცხადებებში რაღაც ტონალობაა, სიტყვათა შეთანხმება იყოს ნახსენები, რომ ვიღაცას მოეწონება და შეიძლება დაიხატოს სურათი, რომ თითქოს ზურაბიშვილი განსხვავებულს ამბობს რამეს ქართული ოცნებიდან. არა, ეს არის ერთი გუნდი და ერთი თამაშია თავიდან ბოლომდე. 

ასე გამოეხმაურა გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურა ჯაფარიძე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის 17 ნოემბერს გამართულ ბრიფინგს, სადაც ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი რიგითი პატიმარი არაა, ამიტომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა უფრო რთულად განსახორციელებლია "შესაძლო საფრთხეებიდან გამომდინარე".

კომენტარები