მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ხაზარაძე ზურაბიშვილზე: ვისურვებდი, რომ უფრო ადრე გაეკეთებინა ეს განცხადება

ვეთანხმები [ზურაბიშვილს] ამ ნაწილში, რომ ღირსება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის კადრები, რომელიც ჩვენ ვნახეთ არის უღირსი კადრები და ხელისუფლება ასე არ უნდა იქცეოდეს. მე ვისურვებდი, რომ უფრო ადრე გაეკეთებიან ეს განცხადება პრეზიდენტს. რაც შეეხება მის დამოკიდებულებას უნდა იქნეს გადაყვანილი თუ არ უნდა იქნეს გადაყვანილი, ეს არ უნდა იყოს პოლიტიკოსის საკითხი, ეს უნდა იყოს კონსილიუმის და ექიმების საკითხი. 

თქვა ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ ბრიფინგზე. სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 17 ნოემბერს გაკეთებულ ბრიფინგზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი რიგითი პატიმარი არაა, ამიტომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა უფრო რთულად განსახორციელებლია "შესაძლო საფრთხეებიდან გამომდინარე".

კომენტარები