ლარის კურსი

ლარი ევროსთან 2 თეთრით, დოლართან კი 0.54 თეთრით გამყარდა

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 17 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.54 თეთრით გამყარდა. დღევანდელი კურსით, ერთი დოლარი 3.1435 ლარი ღირს.

ევროსთან მიმართებით კი ლარი 2 თეთრით გამყარდა და გაცვლითმა კურსმა 3.5562 ლარი შეადგინა.

ლარი გამყარდა თურქულ ლირასთან, რომლის კურსიც 0.3001 ლარს შეადგენს და გამყარდა ფუნტთანაც, რომელიც 4.2230 ლარი ღირს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 18 ნოემბრიდან შევა.

კომენტარები