სააკაშვილი იქნება პასუხისმგებელი, მან თავად გადაწყვიტა შიმშილობა, მას არ ავალდებულებენ შიმშილობას. ჩვენ მას მოვუწოდეთ, საპატრიარქოს რაც შეეხებოდა, ჩვენ ნებისმიერ მოშიმშილეს მოვუწოდებთ, რომ ეს არის მისი ჯანმრთელობისათვის საზიანო, საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება არ არის ქრისტიანულად გამართლებული აქტი, ამიტომ ყოველ ჯერზე, როდესაც მსგავსი შემთხვევა იქნება, საპატრიარქოს და ნებისმიერი სასულიერო პირის ვალდებულება იქნება, მოუწოდოს ადამიანს, ნუ აყენებს ზიანს... უმკურნალეთ სათანადოდ ყველა ადამიანს, ვისაც სჭირდება მკურნალობა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს, სამოქალქო კლინიკაში გადაყვანა არ ვიცი, ეს უნდა შეაფასონ. გადაიყვანონ უკვე არის პოლიტიკური განცხადება, იმიტომ რომ აქ არის მთელი ჭიდაობა.
tbl.ge/5rpx
დაკოპირდა
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე TV პირველის ეთერში კითხვაზე, ვინ იქნება პასუხიმგებელი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა ცუდად დასრულდება.
მიხეილ სააკაშვილი უკვე 48-ე დღეა შიმშილობს.
ამავე თემაზე
- სააკაშვილი: ნავალნის არ იყოს, თავი გავწირე და პრაქტიკულად, ФСБ-ს ჩავუგდე თავი ხელში
- სააკაშვილი: ივანიშვილს ქართველების გაწყვეტის შეგნებულ მცდელობაში ვადანაშაულებ
- სააკაშვილი კალაშოვზე: შეიძლება მისი დავალება ციხეში ჩემი საკითხის საბოლოო "მოგვარებაც" იყოს
- სააკაშვილი: რუსული რეჟიმი არჩევნებისთვის ამზადებს გადატრიალებას საქართველოს ეკლესიაში
- ევროპარლამენტის მიღებული ანგარიშის შესწორება ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებას მოუწოდებს