კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 72 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 732 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 9.33%-ია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 72 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 50 707 ტესტი და დადასტურდა ინფიცრების 4 732 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 812 პაციენტი.  

დღიური დადებითობა 9.33%-ია, ბოლო 7 დღის - 9.11%, ბოლო 14 დღის კი - 9.77%. 

4 732 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 884 დადასტურდა, აჭარაში - 136, იმერეთში - 878, ქვემო ქართლში - 295, შიდა ქართლში - 425, გურიაში - 110, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 408, კახეთში - 285, მცხეთა-მთიანეთში - 112, სამცხე-ჯავახეთში - 158, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 41.

17 ნოემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 795 847 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 731 996 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 11 212 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 52 613 აქტიური შემთხვევაა.

1 660 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 642 მკურნალობს, აჭარაში - 128, იმერეთში - 512. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 371 პაციენტია, მათგან თბილისში - 214, აჭარაში - 36, იმერეთში - 33.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

კომენტარები