დღეს, ჩემი აზრით, უტიფრად საუბრობდა იუსტიციის მინისტრი ნიშნის მოგებით, რომ თურმე მათ აქვთ უფლება და არ შეუშვებენ უკრაინის ომბუდსმენს. იგივე გააკეთეს ანა ფოტიგასთან დაკავშირებით. ეს არასერიოზული და უპასუხისმგებლო პოზიციაა. მაგ ლოგიკით ქართულ ოცნებას შეუძლია ძალაუფლება იმისთვისაც გამოიყენოს, რომ სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოიქციოს თავი, ფაქტობრივად, რასაც ყოველდღიურად ჩადიან. ამ მოქმედებითაც, როცა არ შეუშვეს უკრაინის ომბუდსმენი, ყოველდღიურად შორდება დასავლეთს, ჩვენს მეგობრებს. იქ, სადაც ორიენტირი გვქონდა აღებული, საითკენაც უნდა წავსულიყავით ეს ქვეყანა. ხელისუფლება ძალაუფლებას იყენებს ბოროტად და არასწორი გეზით მივდივართ და ეს გეზი მიდის ჩრდილოეთისკენ, ასე იქცევიან პუტინის ბანაკის წევრები.
tbl.ge/5rnc
დაკოპირდა

გიორგი ნონიაშვილიევროპული საქართველოსააკაშვილთან უკრაინის ომბუდსმენის არშეშვებალუდმილა დენისოვამიხეილ სააკაშვილისააკაშვილის პატიმრობასააკაშვილის შიმშილობასააკაშვილის დაკავება
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




