კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: ეპიდემიის გავრცელებას მიმდინარე აქციები, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს

სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაიკლებს, თუ დაიკლებს ინფიცირების მაჩვენებელი. ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ის 1.4% – გარდაცვალების პროპორცია, რომელიც მაინც რჩება, რაც არ უნდა გაკეთდეს, კვლავაც არის მეცნიერების უუნარობა, რომ ბოლომდე დაძლიონ კორონავირუსი, თუმცა ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესი. დღეს მთავარი ისევ არის, რომ როგორღაც მოვახერხოთ ეპიდემიის გავრცელების შეკავება. ეპიდემიის ამგვარი მაღალი გავრცელების ხელშემწყობი, ბუნებრივია, არის მობილობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, თუნდაც მიმდინარე აქციების პროცესი ყველას გვესმის, რომ ამას, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს. საყურადღებოა, რომ ამ მიმართულებითაც ვიფიქროთ და ვაქცინაციის პროცესი უნდა გააქტიურდეს.

თქვა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები