საქართველოში კორონავირუსით კიდევ 83 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 52 834 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 5 204 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 785 პაციენტი.
დღიური დადებითობა 9.85%-ია, ბოლო 7 დღის - 9.25%, ბოლო 14 დღის - 9.85%.
5 204 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 857 დადასტურდა, აჭარაში - 210, იმერეთში - 1 008, ქვემო ქართლში - 308, შიდა ქართლში - 435, გურიაში - 148, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 443, კახეთში - 384, მცხეთა-მთიანეთში - 168, სამცხე-ჯავახეთში - 168, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 75.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 791 115 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული. მათგან 727 184 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 11 140 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 52 765 აქტიური შემთხვევაა.
1 677 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 634 მკურნალობს, აჭარაში - 127, იმერეთში - 524. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 371 ადამიანი, მათგან თბილისში - 215, აჭარაში - 37, იმერეთში - 31.
ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.
ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:
- ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
- ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
- დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
- ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
- ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
- იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.