უკრაინა

აცრილი უკრაინელები კონკრეტულ მომსახურებებში დასახარჯად 1 000 გრივნას მიიღებენ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, Covid-19-ის ვაქცინის ორი დოზით აცრილი უკრაინელები 1 000-ს გრივნას (38$) მიიღებენ, რომლის დახარჯვაც კონკრეტულ მომსახურებებში იქნება შესაძლებელი. თანხა მოქალაქეებს სპეციალური აპლიკაციის საშუალებით დაერიცხებათ.

"ყველა ვინც ორი დოზით არის აცრილი, შეძლებს 1 000 გრივნა მიიღოს - სრაფად და კომფორტულად, ანუ Diya-ს აპლიკაციით. ამ თანხით შესაძლებელი იქნება სპორტდარბაზის ან ფიტნესკლუბის აბონიმენტის ყიდვა, კინოთეატრის, ეატრის, მუზეუმის, საკონცერტო დარბაზის, საგამოფენო ცენტრის სტუმრობა ან ქვეყნის შიგნით მოგზაურობისთვის, შიდა ავია-რეისებსა და მატარებლის რეისებზე ბილეთების შესყიდვა" – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მთავრობას ასე სურს ქვეყნის ეკონომიკის კრეატიული, სპორტული და სატრანსპორტო სექტორის მხარდაჭერა.

კომენტარები