მიხეილ სააკაშვილის დაკავება

კუჭავა: ოპოზიციამ სააკაშვილის გადაყვანაზე შუამდგომლობა მთხოვა, გორზეც იყვნენ თანახმა

ტრაგედიაა, როდესაც მანიპულირება ხდება ფაქტებით და სამწუხაროდ, საერთოდ დაკარგულია რეალობა, მითუმეტეს, როდესაც ჩემთან მოდიან, მთხოვენ დახმარებას. მაგალითისთვის, როდესაც მოსული იყო რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი და მთხოვეს, რომ პარლამენტიდან გვეშუამდგომლა გადაყვანაზე და გორის ჰოსპიტალზეც იყვნენ თანახმა, მეორე დღეს გამოდის ოპოზიციური სპექტრი და ამბობს, რომ გორში აპირებენ გადაყვანას და შემდეგ ოსებზე გადაცემას. თან პრობლემის გადაჭრისთვის გზებს გვთავაზობენ და ამავე დროს ცდილობენ ამავე საკითხებით მანიპულირებას და წინმსწრები გარკვეული სპეკულაციებით, კიდევ უფრო დაძაბონ სიტუაცია. 

თქვა პარლამენტის თავჯდომარემ, კახა კუჭავამ ბიუროს სხდომაზე.

კომენტარები