ჰიპ-ჰოპი

კანიე უესტი: მე ახალგაზრდა პუტინი ვარ

Befunky

ჰიპ-ჰოპ არტისტი იე(კანიე უესტმა ახლო წარსულში სახელი შეიცვალა) პოდკასტ Drink Champs-ს ეწვია. წამყვანებთან საუბარში რეპერმა საკუთარი თავი რუსეთის პრეზიდენტს შეადარა.

"მას შემდეგ რაც Gap-თან და Adidas-თან დავიწყე თანამშრომლობა, მათი შემოსავალი საგრძნობლად გაიზარდა. მე პუტინი ვარ... ახალგაზრდა პუტინი ვარ". – ამბობს მუსიკოსი.

წამყვანების კითხვას, თუ რატომ ადარებს იე საკუთარ თავს პუტინს, ჰიპ-ჰოპ არტისტმა ასე უპასუხა:

"კულტურა – ნავთობია, კულტურა – ენერგიაა. მე კი ბოლო ოცი წელია კულტურის მეფე ვარ და მომდევნო 2000 წელი მეფე ვიქნები". – პასუხობს იე.

2020 წელს უესტმა სოციალურ ქსელში პუტინის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ახლავს წარწერა წესი ნომერი ერთი. დაუდასტურებელი ინფორმაციით იგივე ფოტოს ბეჭდური ვერსია მუსიკოსს სტუდიის კედელზე აქვს გაკრული.

 

კომენტარები