ჰიპ-ჰოპი

ინგლისელი რეპერი საზღვარზე 28 კილოგრამი მარიხუანის გადატანაში დამნაშავედ სცნეს

Leicester Mercury

ლონდონის სასამართლომ რეპერი Nines დიდი ბრიტანეთის საზღვარზე 28 კილოგრამი მარიხუანის გადმოტანაში დამნაშავედ სცნო.

ჰიპ-ჰოპ არტისტმა მეგობართან ერთად პოლონეთიდან და ესპანეთიდან მარიხუანა შემოიტანა. წყვილს ასევე ფულის გათეთრებისა და ბიტკოინით არალეგალური პროდუქტის შეძენაც დაუმტკიცდა. სასამართლომ ორივე ბრალებულს 28-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

"რა სამწუხაროა, რომ საკუთარ ნიჭს ასე ფლანგავთ და ვორმვუდის ციხეში მოგიწევთ ცხოვრების გაგრძელება". – ამ სიტყვებით დაასრულა პროცესი მოსამართლემ როზა დინმა.

კორტნი ფლეკლტონი იგივე Nines ბრიტანელი ჰიპ-ჰოპ არტისტია, რომელიც სცენაზე 2011 წელს გამოჩნდა, 2017 წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი One Foot Out, რომელმაც კრიტიკოსების დადებითი შეფასება დაიმსახურა და რეპ ჩარტებში მოწინავე ადგილები დაიკავა.

კომენტარები