კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 82 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 820 შემთხვევა, დღიური დადებითობა 9.02%-ია

Covid 19-ით კიდევ 82 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 20 166 ტესტი და დადასტურდა 1 820 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 6 017 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9.02%, ბოლო 7 დღის 9.52%, ხოლო ბოლო 14 დღის - 9.97%.

ინფიცირების 1 820 ახალი შემთხვევიდან თბილისში 820 გამოვლინდა, აჭარაში - 96, იმერეთში – 375, ქვემო ქართლში – 128, შიდა ქართლში – 87, გურიაში – 29, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 123, კახეთში – 86, მცხეთა-მთიანეთში – 27, სამცხე-ჯავახეთში – 39, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 10. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 52 429.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 785 911 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა  722 399 პაციენტი და გარდაიცვალა –  11 057.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

კომენტარები