მიხეილ სააკაშვილი

გვარამია: დეკანოზ მამალაძეს დაუდგინდა COVID-19, ნახულობდა ის პერსონალი, ვინც მიშას ნახულობს

"დეკანოზ მამალაძეს დაუდგინდა კოვიდი. ის სრულ იზოლაციაში იყო კლინიკაში, მასთან ვერ კომუნიცირებდა ვერავინ, ციხის ადმინისტრაციის და მე-18 დაწესებულების პერსონალის გარდა. ანუ, იგივენი, ვინც სააკაშვილთან კომუნიცირებს". - ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამია Facebook-ზე ავრცელებს. 

"SOS!!!

დეკანოზ მამალაძეს დაუდგინდა კოვიდი. ის სრულ იზოლაციაში იყო კლინიკაში, მასთან ვერ კომუნიცირებდა ვერავინ, ციხის ადმინისტრაციის და მე-18 დაწესებულების პერსონალის გარდა. ანუ, იგივენი, ვინც სააკაშვილთან კომუნიცირებს!!!

ამას გარდა, კლინიკა წითელი ზონა გახდა და საერთოდ წარმოუდგენელია მოშიმშილე პაციენტის იქ ყოფნა! ასევე, კარანტინის მიზეზით, აღარავის აღარ ექნება დაშვება ამ დაწესებულებაში. ანუ სააკაშვილს ვეღარ ნახავს ვერავინ!!!

გადაიყვანეთ დაუყივნებლივ!!!!!!". - წერს გვარამია. 

დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხის საავადმყოფოდან, სამოქალაქო კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს. ინფორმაციას დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე ადასტურებს.

კომენტარები