მიხეილ სააკაშვილის დაკავება

კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ანტისიმბოლო პრეზიდენტობის ინსტიტუტის

ხდება რაღაც სიმბოლიზმის გამოყენება სააკაშვილთან მიმართებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ზოგადად პრეზიდენტის ინსტიტუტს მართლაც ახასიათებს გარკვეული დოზით სიმბოლიზმი, თუმცა ყოფილი პრეზიდენტები, ისტორია აჩვენებს ამას, არიან, ან სიმბოლოები, ან ანტისიმბოლოები, შუალედური მაგალითები არ აქვს ისტორიას. სააკაშვილს რაც შეეხება, ის არის ანტისიმბოლო საქართველოში და ის არის ანტისიმბოლო საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი უკავშირდება ადამიანების წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, გაუპატიურებას, ბიზნესის რეკეტს, ტერიტორიების 20%-ის დაკარგვას, ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი ძალიან მძიმე დანაშაულებისა, რაც მას, როგორც პრეზიდენტს აქვს ჩადენილი. შესაბამისად, ჩვენთვისაც და საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც მიხეილ სააკაშვილი არის არა სიმბოლო, არამედ ის არის ანტისიმბოლო.

თქვა ქართული ოცნების თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტვ იმედის ეთერში.

კომენტარები