კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 77 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 445 შემთხვევა, დღიური დადებითობა 8.75%-ია

Covid 19-ით კიდევ 77 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 50 782 ტესტი და დადასტურდა 4 445  ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  3 508 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.75%, ბოლო 7 დღის 10.06%, ხოლო ბოლო 14 დღის - 10.02%.

ინფიცირების 4 445 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 704 გამოვლინდა, აჭარაში - 124, იმერეთში – 868, ქვემო ქართლში – 321, შიდა ქართლში – 431, გურიაში – 91, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 283, კახეთში – 314, მცხეთა-მთიანეთში – 115, სამცხე-ჯავახეთში – 148, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 46.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 56 124, საიდანაც 6 856 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, 1 324 - კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 47 984 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 657 პირი, 360 მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 775 826 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა  708 820 პაციენტი და გარდაიცვალა –  10 816.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

კომენტარები