ჰოლივუდი

ტომ ჰენქსის პერსონაჟის მეგობარი, ბურთი უილსონი აუქციონზე $308 000-ად გაიყიდა

Suffolk Gazette

2000 წელს ტომ ჰენქსმა მთავარი როლი შეასრულა რობერტ ზემეკისის დრამაში Cast Away(გარიყული).

სიუჟეტის მიხედვით ჰენქსის პერსონაჟი, ჩაკ ნოლანდი ავიაკატასტროფის შემდეგ, უკაცრიელ კუნძულზე ხვდება. მთავარი გმირი მრავალ დღეს ატარებს სრულ იზოლაციაში და Wilson-ის ფირმის ფრენბურთის ბურთთან ლაპარაკს იწყებს. დროსთან ერთად უილსონი მისი წარმოსახვითი მეგობარი ხდება. სურათის ფინალურ ნაწილში ნოლანდი კუნძულს ტივით ტოვებს, სახიფათო მოგზაურობისას უილსონი იკარგება. როლისთვის ჰენქსმა ოსკარის ნომინაცია მიიღო, ბურთი კი 2000-იანი წლების კინოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ნივთი გახდა.

აუქციონის სახლმა Prop House ცნობილი რეკვიზიტი $308 000-ად გაყიდა. მყიდველის ვინაობა ანონიმურია. 

Wilson სპორტული აქსესუარების ცნობილი ბრენდია, რომელიც ამერიკაში 1908 წელს თომას ი. უილსონმა დაარსა. 

კომენტარები