სტრასბურგის სასამართლოს ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, მან მთავრობას სრული ინფორმაციის მიწოდება დაავალა სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, იმ პირობებზე, როგორშიც ის ჰყავთ, როგორ ზრუნავენ მის ჯანმრთელობაზე და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს 24 ნოემბრის შემდეგ. ჩვენი ქვეყნის ინტერესია, არა თუ სააკაშვილის და მისი პოლიტიკური მხარდამჭერების ან თუნდაც მთლიანი ოპოზიციის, არამედ ქვეყნის ინტერესია, რომ იქამდე ეს პრობლემა გადაწყვეტილი და მოხსნილი იყოს.
მიხეილ სააკაშვილი
ბოკერია სტრასბურგზე: ჩვენი ქვეყნის ინტერესია, საბოლოო გადაწყვეტილებამდე პრობლემა მოიხსნას
tbl.ge/5rfj
დაკოპირდა

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით დროებითი ზომის მიღებაზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.
გიგა ბოკერიამიხეილ სააკაშვილისტრასბურგის სასამართლოსააკაშვილის საქმესააკაშვილის დაკავებასააკაშვილის შიმშილობა
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




