მიხეილ სააკაშვილი

გვარამია: სტრასბურგის სასამართლომ დააკმაყოფილა დროებით ღონისძიებაზე მოთხოვნა

ტელეკომპანია მთავარის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თანახმად, სტრასბურგის სასამართლომ დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ მოთხოვნა დააკმაყოფილა.

"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ეს საქმე აყვანილია პრიორიტეტზე და მხარეებს მოგვეცა გარკვეული ვადა სარჩელის შესატანად. 

რაც მთავარია, ჩვენი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა. სასამართლო მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს შეწყვიტოს შიმშილობა, თუმცა ამით ის აღიარებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობს. საქართველოს ხელისუფლების მითოლოგიური განცხადებები და კლოუნადა იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს, ამოწურულია.

სასამართლომ დაავალა ხელისუფლებას, რომ მყისიერად აცნობოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მიმდინარე, ამჟამინდელი მდგომარეობა და მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია ყველა იმ სამედიცინო პროცედურის შესახებ, რომელიც გატარდა მასთან დაკავშირებით ამ წუთამდე.

სტრასბურგის სასამართლომ დაავალა სახელმწიფოს, რომ ის ვალდებულია უზრუნველყოს პატიმრის უსაფრთხოება, ადეკვატური მკურნალობა ციხეში და ზოგადადაც. ასევე შეახსენა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, მისი ადეკვატური რეაბილიტაცია/მკურნალობა და უსაფრთხოება ისევ უნდა იყოს უმაღლესი ხარისხით უზრუნველყოფილი. 

ჩვენ დაგვევალა ყველას, რომ ყოველდღიურად, განახლებადი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, როგორც ჯანმრთელობასთან, ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და 24 ნოემბერს კიდევ ერთხელ ეს ინფორმაციები შეჯერდებდა და სასამართლო კვლავ იმსჯელებს.

აქვე, სასამართლო ახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ნებისმიერი ამ განაწესის დარღვევა არის კონვენციის დარღვევა და ჩაითვლება სახელმწიფოს მიერ კონვენციის შეუსრულებლობად", - ამბობს ნიკა გვარამია.

იუსტიციის მინის ტრი, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მომჩივან მხარეს დაჟინებით მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტისკენ.

კომენტარები