მიხეილ სააკაშვილი

გვარამია: სააკაშვილი იმყოფება წამების პირობებში, არანებაყოფლობითი მკურნალობით და ზეწოლით

მიშას პროცესზე ხდება წარმოუდგენელი დარღვევები, რომელსაც პრეცედენტი არ აქვს არცერთი ხელისუფლების პირობებში. ადვოკატების პროცესზე არშეშვება არის წარმოუდგენელი რამ და ის, რაც ციხეში ხდება საერთოდ წარმოუდგენელი რამ არის.

კაცი იმყოფება წამების პირობებში, პირდაპირ უნდა ვთქვათ ეს, არანებაყოფლობითი მკურნალობის და გარედან ზეწოლის პირობებში, პატიმრების იქნება ეს, თუ ექიმების.

ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია. 

სააკაშვილის ადვოკატებმა ბექა ბასილაიამ და შოთა თუთბერიძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომა დატოვეს. ისინი სააკაშვილის სხვა ადვოკატების, დიმიტრი საძაგლიშვილისა და ნიკა გვარამიას სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, რაზეც სასამართლომ უარი განუცხადა. 

მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს ჩაინიშნა.

კომენტარები