პოლიტიკური კრიზისი

კელი: ვფიქრობ, ოცნებას ჰქონდა საფუძვლიანი გათვლა, რომ შეუძლია დემოკრატიის წინააღმდეგდ სვლა

იან კელი
Agenda

აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ Пограничная ZONA-ს ონლაინ სემინარზე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. კითხვაზე, ხომ არ დრო დასავლეთისგან უფრო მკაცრი განცხადებების და ქმედებების პასუხისას იან კელი ამბობს, რომ ვაშინგტონიდან ძლიერი გზავნილების ნაკლებობა არსებობს და კავკასიის რეგიონში უფრო აქტიური ჩართულობაა საჭირო.

"ვფიქრობ, იყო ვაშინგტონიდან ძლიერი გზავნილების ნაკლებობა. ვფიქრობ მმართველ პარტიას ჰქონდა არა უსაფუძვლო გათვლა, რომ მას შეუძლია გააგრძელოს დასავლური დემოკრატიის პრინციპების საწინააღმდეგო გზაზე სვლა. აღმასრულებელი შტოს მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციის მცდელობები არის პრობლემა, რომელიც გასდევს საქართველოს მისწრაფებას, გახდას ჭეშმარიტად დასავლური სტილის დემოკრატია. ეს არის ძალაუფლების გადანაწილების ნაკლოვანება, საკანონმდებლო და სასამართლო შტოების ნაკლოვანება, რომელებიც უნდა აკონტროლებდეს აღმასრულებელ ძალას." – თქვა აშშ-ს ყოფილმა ელჩმა.

კელი აღნიშნავს, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია სხვა საკითხებზე იყო კონცენტრირებული და ეს გარდაუვალია, როცა ახალი ადმინისტრაცია ძალაუფლებაში მოდის და იწყებს საკუთარ პოლიტიკაზე მუშაობას.

"საჭიროა გაცილებით მეტი ჩართულობა, არა მხოლოდ საქართველოში არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიაში. თურქეთის და რუსეთის გაძლიერების ფონზე, როცა ისინი ცდილობენ მიუთითონ პირობები კავკასიის სამ სახელმწიფოს." – თქვა კელიმ.

კომენტარები