მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ლომჯარია: სრულიად შეფუთული შევდივარ მე პირადად ციხეში, ჩემს გვარსაც სკანდირებდნენ

რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავ იმას, რომ შეიძლება ყოფილიყო გარკვეული ჯგუფის პატიმრების მხრიდან ორგანიზებული ან კოორდინირებული, თუმცა, რა თქმა უნდა მე ამის პირდაპირი მტკიცებულებები არ მაქვს. ერთადერთი, რაც შეიძლება გითხრათ, სრულიად შეფუთული შევდივარ მე პირადად ციხეში, რამდენიმე წამი დამჭირდა, სანამ მანქანიდან შევიდოდი მე-18 დაწესებულებაში და ამ რამდენიმე წამის განმავლობაში ჩემს გვარსაც სკანდირებდნენ. ამიტომ, რა თქმა უნდა, გარკვეულ ეჭვებს აჩენს, როგორ შეიძლებოდა, ეს დაეფიქსირებინათ ისე, რომ ეს არ ყოფილიყო კოორდინირებული, ან წინასწარ ორგანიზებული.

ამბობს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ფორმულას ეთერში. მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გუშინ, 8 ნოემბერს გადაიყვანეს, სადაც ექსპრეზიდენტის მიმართ პერმანენტულად ისმის გინება.

კომენტარები