ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის 95 ქუჩა და დასახლება, რომელსაც 10 ნოემბერს ელქტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 10 ნოემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ცინცაძის, გამრეკელის, კუტუზოვის, ნუცუბიძის, შავგულიძის, ხომლის და კაპანელის ქუჩების  მოსახლეობას.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანდრონიკაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ),  ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ),  სამხედრო ქალაქი - 202, მახათას შესახვევის, ავლაბრის შესახვევის, მშველიძის, ქისის, შანდორ პეტეფის, კვაჭანტირაძის, ხარაბაძის, ორბელების, ანდღულაძის, ბეგიაშვილის, ქობულაძის, ყვარლის, მთისძირის, რატილის, ტვიშის, მესხეთის, უშაკოვის, ამირეჯიბის, ტოლენჯის, მესხიშვილის, ბოროდინის, დუშეთის, ფაღავას, არმაზის, გონაშვილის, სევანის, მთავარანგელოზის, ცისკრის, გურჯაანის, მარტყოფის, წურწუმიას, ნასაკირალის, ირბახის, ვარდისუბნის, ფაბრიციუსის, დოესის, შორაპნის, გარეკახეთის, ავლიპ ზურაბაშვილის, აწყურის, ცუცხვათის, წამებულის, კოშკოვანას, ძევერის, წინანდალის, საბადურის, კასპის, ლეხ კაჩინსკის, შირაქის, ბაბისხევის, ბეღლეთის, ჟონეთის, ნიაბის, მიხეილ მრევლიშვილის, კაიშაურის, კიკეთის, შილდის, ფშავის, გალავნის, რუისპირის, ნაქერალის და ოძისის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ცაბაძის და სანაპიროს ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ორბეთის, კლდეკარის, ნაქალაქევის, სამღერეთის, წერონისის, მუხრანის, ჩარგლის და რატევანის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის, ხიზანიშვილის, ბოჭორიშვილის და ლაზოს ქუჩების  მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის ქუჩის მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები