დეგნანი: სააკაშვილს დაჟინებით ვთხოვთ, გაითვალისწინოს ექიმების რეკომენდაციები

ბატონ სააკაშვილს დაჟინებით ვთხოვთ, გაითვალისწინოს საკუთარი ექიმების რეკომენდაციები, მიიღოს სამედიცინო დახმარება, რაც, როგორც [ექიმები] ამბობენ, მას სჭირდება. რა თქმა უნდა ეს ძალიან სენსიტიური და ემოციური სიტუაციაა, მაგრამ ახლა პრიორიტეტი უნდა იყოს სააკაშვილის მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა.

ჩვენი რეკომენდაცია მთავრობისთვის არის, რომ ის უზრუნველყონ საჭირო მენტალური და ფიზიკური დახმარებით. მას უნდა მოექცნენ სამართლიანად, ღირსეულად, საქართველოს კანონისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 

ნებისმიერ ქვეყანაში მთავრობას აქვს ვალდებულება დაიცვას პატიმრები ძალადობისგან, მათ შორის ფსიქოლოგიური ძალადობისგან, ასევე [სახელმწიფო ვალდებულია პატიმრები] უზრუნველყოს სამედიცინო კეთილდღეობითა და უსაფრთხოებით. 

კიდევ ერთხელ, მთავრობას დაჟინებით ვთხოვთ, სააკაშვილი უზრუნველყავით საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარებით, სრულად ეკიპირებულ სამედიცინო დაწესებულებაში.

თქვა ბათუმში, ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა

კომენტარები