კორონავირუსი საქართველოში

ჩხაიძე: საქართველოში კორონავირუსის გამო 8 ბავშვია გარდაცვლილი

1 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში 90 000 ბავშვი იყო ინფიცირებული კორონავირუსით. პროცენტულად, ინფიცირებულთა შორის 15% ბავშვია, ანუ 100 ინფიცირებულში 15 არის ბავშვი და ეს დაბალი მაჩვენებელი არაა, პირიქით... 8.3%-ში ბავშვებს სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია, ანუ 100 ინფიცირებული ბავშვიდან 9 ბავშვი ხვდება საავადმყოფოში. დღეისათვის საქართველოში 8 ბავშვი არის გარდაცვლილი კორონავირუსის გამო. ასე რომ, ეს ფაქტები მიუთითებენ, რომ კორონავირუსი, განსაკუთრებით ეს მუტაცია [დელტა შტამი] ბავშვებში ხშირია, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც გაზრდილია ბავშვებში 2020 წელთან შედარებით.

ამბობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი და იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე.

კომენტარები