მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ექიმი: ხოშტარიას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ექიმები მასთან 24 საათი იმორიგევებენ

ჯანდაცვის მინისტრის დავალებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოს დაევალა, პაციენტთან [ელენე ხოშტარია] მონიტორინგის მიზნით 24 საათის განმავლობაში აქ იმორიგევებს ექიმიც და ექთნის ბრიგადაც, ჩაუტარებენ მონიტორინგს პაციენტს, ჩვენ ახლახანს ვიმყოფებოდით პაციენტთან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თავს მხნედ გრძნობს, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ნამდვილად. 24 საათის განმავლობაში რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები იმორიგევებენ პაციენტთან.

თქვა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ნოდარ ჩიმაკიძემ.

დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს შენობაში მე-6 დღეა შიმშილობს.

კომენტარები