მიხეილ სააკაშვილის დაკავება

კახიძე: კრიმინალებს მოშიმშილე პატიმარი აგინებინეს, რომ ისედაც დასუსტებული, დაამცირონ

ბევრმა შეიძლება არ იცის, მაგრამ ციხეებს ხელისუფლება მართავს კრიმინალური ავტორიტეტების, ე.წ. მაყურებლების მეშვეობით. 

მაყურებლები ადმინისტრაციის ნებართვით დაუსჯელად ძალადობენ “რიგით” პატიმრებზე, სძალავენ ფულს, სცემენ, ჭრიან და კლავენ. 

სახალხო დამცველმა გაბედულად ამხილა მთავრობა კრიმინალური სუბკულტურის გაძლიერებაში, რაზე პასუხადაც ხელოსუფლებამ შეუტია ომბუდსმენის ინსტიტუტს და მისი აპარატის თანამშრომლებს. 

კრიმინალური ავტორიტეტები ციხის ადმინისტრაციასთან კოორდინაციაში უსწორდებოდნენ იმ პატიმრებს, რომლებიც უკანონობის თაობაზე ინფორმაციას უზიარებდა სახალხო დამცველს. 

ეს ყველაფერი ომბუდსმენის ანგარიშებშია ასახული. 

ქართული ოცნება არის თავისი არსით ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა, ის ეყრდნობა დანაშაულებრივ სამყაროს, როგორც ციხეში, ისე მის გარეთ.

ახლა კრიმინალებს შეუძლოდ მყოფი, მოშიმშილე პატიმარი აგინებინეს, რომ ისედაც დასუსტებული, დაამცირონ და გატეხონ. 

ბოროტი, დეგრადირებული ხალხია და საფრთხეს უქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს.

წერს ევროპული საქართველოს წევრი, ოთო კახიძე, Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები