ელენე ხოშტარიას შიმშილობა

კალოიანი ხოშტარიაზე: დასუსტებულია, სითხეს ღებულობს, დამატებით ჩარევაზე უარს ამბობს

ტაბულა

ექიმ ვახტანგ კალოანის თქმით, ელენე ხოშტარია დასუსტებულია და მისი მდგომარეობა შიმშილობის შესაბამისი ეტაპის მიხედვით ვითარდება.

"დრამატული ცვლილებები არ არის, თუმცა საერთო სისუსტე არის გამოხატული. სითხეს ღებულობს ადეკვატურად, დამატებით სამედიცინო ჩარევაზე უარს აცხადებს. იმედი გვაქვს, რომ გარკვეული დროის შემდეგ შეწყვეტს შიმშილობას. ეს არის ჩემი კეთილი რჩევა ყოველ შეხვედრაზე, თუმცა ის ამ ეტაპზე უარზეა და აგრძელებს შიმშილს." – თქვა კალოიანმა.

კალოიანი აღნიშნავს, რომ შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში ხოშტარიას ჯანმრთელობის გაუარესების ზუსტი თარიღებით პროგნოზირება მართებული არ იქნება, თუმცა რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება შიმშილობა, მით მეტი რისკია, რომ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდეს.

დროას ლიდერი ელენე ხოშტარია მე-5 დღეა, რაც პარლამენტში ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს. ცოტა ხნის წინ პარლამენტში საწრაფო დახმარება მივიდა. ექიმებმა ხოშტარიას გადასხმის გაკეთება შესთავაზეს, თუმცა ხოშტარიამ ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე უარი თქვა. პოლიტიკოსის თქმით, სასწრაფო პარლამენტმა გამოიძახა და მას ეს არ მოუთხოვია.

კომენტარები