მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ხოშტარია: პარლამენტმა გამოიძახა სასწრაფო, დრამატული არაფერი არ ხდება, ყველაფერი ნორმაშია

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცუდად ვარ და სასწრაფო იყო. პარლამენტმა გამოიძახა სასწრაფო, მე არ მომითხოვია.

წნევა ნორმის ფარგლებში მაქვს.

გლუკოზამ ცოტა დაიწია, მაგრამ ნორმის ფარგლებშია.

პულსიც ოდნავ დაბალი მაგრამ ნორმის ფარგლებში.

დრამატული არაფერი არ ხდება. უბრალოდ ცოტა სისუსტე მაქვს და ხშირად მძინავს, ამიტომ ყველას ვერ გპასუხობთ.

ინფორმაციას მოგაწვდით ყველა ეტაპზე.

გამოსავალი მარტივია, სააკაშვილი გადაიყვანონ კლინიკაში.

დროას ლიდერი ელენე ხოშტარია FACEBOOK-ზე წერს. ის მე-5 დღეა რაც პარლამენტში შიმშილობს. ცოტა ხნის წინ პარლამენტში ასწრაფო დახმარება მივიდა. ექიმებმა ხოშტარიას გადასხმის გაკეთება შესთავაზეს, თუმცა ხოშტარიამ ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე უარი თქვა. 

 

კომენტარები