კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ხვალინდელ საკოორდინაციო საბჭოზე მთელი რიგი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული

ხვალ არის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა და მთელი რიგი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რაზეც უკვე კონსენსუსი არსებობს. ეს იქნება როგორც წამახალისებელი ღონისძიებები 60 წელს ზემოთ მოქალაქეებში, ასევე ე.წ. მწვანე პასპორტთან მიმართებაში. ამ ღონისძიებებმა მაქსიმალურად უნდა გაზარდოს აცრის მოცვა ქვეყანაში, რადგან აცრის გარეშე ეს პანდემია არ დამთავრდება, გვექნება ახალი ტალღები და სამწუხაროდ, დიდი ადამიანური დანაკარგი. 60 წელს გადაცილებული პირების სავალდებულო ვაქცინაციაზე არ არის საუბარი, მომზადებულია მთელი რიგი პაკეტი წამახალისებელი ღონისძიებების, რათა ამ ასაკის ადამიანებს აცრის სურვილი გაუჩნდეთ. ხშირად სვამენ კითხვას, რატომ ეს ასაკობრივი ჯგუფი – რადგან ამ ასაკზე სიკვდილიანობის 60% მოდის. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ გარდაცვლილთა 99 % გვყავდა აუცრელი.

ამბობს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამრელიძე. 

7 ოქტომბრის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა 67 პაციენტი, ჩატარდა 37 115 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 4 104 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 627  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  11.06%. 

კომენტარები