მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სუბარი ენმ-ზე: მაოხრებელი გზირები ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც არ ასვენებენ საქართველოს

შანსი [რომ რევოლუცია მოხდეს] არის ნოლი, მაგრამ, ზოგადად, არიან მაოხრებელი გზირები. გუშინ იყო სულხან-საბა ორბელიანის ხსენების დღე, მისი დაბადების დღე და მას რომ აქვს იგავი, ისე არიან - ხელისუფლებაში იყვნენ და მარტო ამ ქვეყნის მტრობით იყვნენ დაკავებული [...] ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც ეს მაოხრებელი გზირები მაინც არ ისვენებენ და არ ასვენებენ საქართველოს, ქართველ ხალხს და არ აძლევენ განვითარების საშუალებას. 

რა თქმა უნდა, არავითარი შანსი არ არსებობს არანაირი რევოლუციის, შეკრება-მანიფესტაცია არის ნებადართული და შეუძლიათ, რამდენიც უნდათ, ქუჩაში იდგნენ. კარგია, როცა ისინი ხელისუფლებაში კი არ არიან, ქუჩაში აროან. მაგრამ, სადაც გასცდებიან კანონს, ბუნებრივია, ძალიან მკაცრად აგებენ პასუხს, კანონის სრული სიმკაცრით.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, სოზარ სუბარი იმედთან ინტერვიუში ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრისას.

კომენტარები