ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 4 ნოემბერს ელქტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 5 ნოემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ეგრისის, ფერაძის, სიხარულიძის და ჯიშკარიანის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ნუცუბიძის, ძოწენიძის, გამრეკელის და ქავთარაძის ქუჩების  მოსახლეობას.

13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), შევარდენიძის, საბურთალოს და საირმის ქუჩების მოსახლეობას.

14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, იუმაშევის, ჭირნახულის, ქიზიყის, გუჯეჯიანის და ფაღავას ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების და საქსოფმანქანის დასახლების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ავლაბრი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გელათის, არარატის, ალაზნის, დუშეთის და არმაზის  ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ქედის, აბუსელიძე-ტბელის, მელაანის და მეველეს ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, დიღმის მასივის II კვარტლის, სანაპირო კოსმონავტების, კარალეთის, ტრანსპორტის, ცაბაძის, გუდაუთის, აგლაძის, სამტრედიის და სტანისლავსკის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავშნის, ისაკიანის, ნუშის, რჩეულიშვილის და ნიჟარაძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVბ მიკრორაიონის, გლდანის მასივის III მიკრორაიონის, სოფელი გლდანის, ფეიქართა, კაჭარავას და ჯანჯღავას ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის და ფონიჭალის III მიკრორაიონის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის,  საადის, ბოტანიკურის, აბანოს, სამღბროს და ირგვლივის ქუჩების მოსახლეობას.

12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები