კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია ვაქცინაციაზე: ეკლესიის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია

ყველას კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია რელიგიური რწმენა და შეხედულებები ამ საკითხთან [ვაქცინაციასთან] მიმართებაში და არ შემიძლია გვერდი ავუარო ამ თემას, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის მხარდაჭერა. საქართველოს აქვს გამოცდილება, რომ ეკლესიის მხარდაჭერით ძალიან სერიოზული გარდატეხა მოხდა მაგალითად ტუბერკულიოზის მართვის პროგრამაში, როცა იმ პირებს, ვისაც მხარდაჭერა, მკურნალობა, წახალისება და რწმენა სჭირდებოდათ, ეკლესია დაეხმარა იმაში, რომ ეს რთული გზა გაევლოთ. 

ვფიქრობ, რომ ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ჩვენ სერიოზულ დახმარებას გაგვიწევდა ვაქცინაციის ფორმატის გაფართოებაში. 

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, ვაქცინაციაზე საუბრისას. 

კომენტარები