მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ხარჩილავა: ოლიგარქიამ წაგვართვა სახელმწიფო, ინსტიტუტები, სასამართლო და მოგვადგა ჩვენ

ოლიგარქია მთლიანად იტაცებს ინსტიტუტებს, ოლიგარქიამ წაიღო სახელმწიფო, წაიღო ინსტიტუტები, წაიღო სასამართლო, რომელიც ჩვენ შორის, ადამიანებსა და სახელმწიფოს შორის უნდა იდგეს და მოგვადგა ჩვენ, ადამიანებს, ჩვენი პირადი თავისუფლების წასართმევად, როგორც ხმის, როგორც არჩევანის წასართმევად.

თავისუფლება უნდა გიყვარდეს, რომ მისთვის თავი გაწირო, თავისუფლება უნდა იცოდე და უნდა გქონდეს, რომ ის დაკარგო. და მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა საქართველოში ჩამოსვლა, მან იცოდა, რომ სატუსაღოში, როგორც ქვეყანაში მოდიოდა. დღეს მასთან, გვერდით სატუსაღოში ქართველი თემიდა ტუსაღობს, მეორე საკანში კი ქართული დემოკრატია. მიშა შიგნიდან, ჩვენ კი გარედან დავანგრევთ ამ კედლებს, რასაც საქართველოს სატუსაღო ქვია.

თქვა წალენჯიხის მერმა, გიორგი ხარჩილავამ, ზუგდიდში გამართულ ოპოზიციის აქციაზე.

კომენტარები