კომპიუტერული თამაშები

NETFLIX-ის აპლიკაციას კომპიუტერული თამაშები დაემატა

Cuopm

2 ნოემბრიდან Netflix-ის აპლიკაციის მომხმარებლებისთვის სატელეფონო კომპიუტერული თამაშები გახდა ხელმისაწვდომი.

ამ დროისთვის Netflix-მა ხუთი თამაში გამოუშვა, აქედან Stranger Things: 1984 და Stranger Things 3 პოპულარულ თინეიჯერულ სერიალს, უცნაურ ამბებს ეფუძნება. ასევე ხელმისაწვდომია ბანქოს თამაში Card Blast, სპორტული სიმულატორი Shooting Hoops და თავსატეხი Teeter Up. 

კომპანიის განმარტებით უხლოეს მომავალში თამაშების სექცია გაფართოვდება. ჯერჯერობით კომპიუტერული თამაშები მხოლოდ Android-ის სისტემის ტელეფონების მფლობელებისთვის არის ხელმისაწვდომი. ხუთივე თამაშის შექმნაზე Electronic Arts-ის ერთ-ერთი დეველოპერი მაიკ ვერდუ მუშაობდა.

სექტემბერში Netflix-მა კომპიუტერული თამაშების სტუდია Night School შეიძინა. სტუდიამ მოკლე დროში რამდენიმე თამაში გამოუშვა: Oxenfree, ასევე მისტერ რობოტის პირველი სეზონის მიხედვით შექმნილი Afterparty და კოსმოსური კურიერის თავგადასავლებისადმი მიძღვნილი Next Stop Nowhere. 

კომენტარები