კომპიუტერული თამაშები

კომპიუტერული თამაში SUPER MARIO 64 რეკორდულ ფასად, 1.5 მილიონ დოლარად გაიყიდა

Guardian

კომპიუტერული თამაში Super Mario 64 რეკორდულ ფასად, $1 500 000-ად გაიყიდა.

თამაშის ასლი უხმარია, აუქციონის სახლის განმარტებით მსგავს მდგომარეობაში კარტრიჯი მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ 5 ცალია დარჩენილი.

Super Mario 64 კონსოლ Nintendo 64-ზე 1996 წელს გამოვიდა. 3D ეპოქის რევოლუციონერი თამაში ნინტენდოს ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია. 

სუპერ მარიო 64 თამაშების ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტია. აქამდე რეკორდსმენი ნინტენდოს კიდევ ერთი თამაშის, Legend of Zelda-ს ასლი იყო, რომელიც ერთი კვირით ადრე $870 000-ად გაიყიდა.

პოპულარული პერსონაჟი მარიო იაპონელმა თამაშების დეველოპერმა, შიგერუ მიამოტომ, 1981 წელს Donkey Kong-ისთვის შექმნა. გმირს საყოველთაო პოპულარობა 1985 წელს გამოსულმა Super Mario Bros.-მა მოუტანა. სიუჟეტის მიხედვით, მარიო იტალიური წარმოშობის სანტექტნიკოსია, რომელიც სოკოების სამეფოში ცხოვრობს და დრაკონ ბრაუზერის მიერ მოტაცებული პრინცესის გადარჩენას. ტყუპ ძმასთან, ლუიჯისთან ერთად ცდილობს. დღემდე საკულტო თამაშის 200-დე გაგრძელებაა გამოსული.

კომენტარები