კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 6 024 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 10.33%-ია

Covid 19-ით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 58 291 ტესტი და დადასტურდა 6 024 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 818 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.33%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.13% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.46%.

ინფიცირების 6 024 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 237 შემთხვევა, აჭარა - 229, იმერეთი - 1 148, ქვემო ქართლი - 417, შიდა ქართლი - 508, გურია - 183, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 401, კახეთი - 553, მცხეთა-მთიანეთი - 124, სამცხე-ჯავახეთი - 163, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 61.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 114.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 732 965 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 673 640 პაციენტი და გარდაიცვალა – 10 185.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები