საქართველოს პარლამენტი

ვარშალომიძე: უარს ვაცხადებ საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატზე

რუსთავი 2

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ვარშალომიძე საპარლამენტო მანდატზე უარს ამბობს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა საკუთარ Facebook-ზე დაწერა. 

"უარს ვაცხადებ საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატზე, რადგან მსურს ლეგიტიმაციაგამოცლილი ხელისუფლების შეცვლისთვის გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყოს"! – წერს ვარშალომიძე

საპარლამენტო მანდატი ასევე დატოვა ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურა გირჩი ჯაფარიძემ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ნონა მამულაშვილმა და ანა წითლიძემ. 

1 ნოემბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა გავრცელდა, სადაც ექსპრეზიდენტი მხარდამჭერებს პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები