საქართველოს პარლამენტი

ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს დატოვებს

ზურა ჯაფარიძე
ტაბულა

პარტია გირჩი – მეტი თავისუფლების თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს დატოვებს. ინფორმაცია ტაბულას პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

გუშინ, 31 ოქტომბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ პარლამენტს ტოვებს.

1 ნოემბერს კი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა გავრცელდა, სადაც ექსპრეზიდენტი მხარდამჭერებს პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს.

დღეს, დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ განცხადება უკვე გაავრცელეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ორმა წევრმა, ანა წითლიძემ და ნონა მამულაშვილმა. 

კომენტარები